ავტორიზაცია

"ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ", - ობამეიანგმა ევროპა ლიგის მოგებაზე ბარსელონას შანსები შეაფასა

"ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ", - ობამეიანგმა ევროპა ლიგის მოგებაზე ბარსელონას შანსები შეაფასა
თარიღი 18 მარ 2022, 14:20

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "გალათასარაის" (2:1, პირველი მატჩი - 0:0) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"რთული მატჩი იყო. "გალათასარაი" თავს ძალიან კარგად იცავდა. პირველ ტაიმში ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, მაგრამ მეორეში უკეთესები ვიყავით. საბოლოოდ გავიმარჯვეთ, რაც ყველაზე მთავარია".

"გაშვებული გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნების უნარი - ეს კარგია. ძლიერი ხასიათი გვაქვს. პედრის გოლი ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარა. ჩინებული მატჩი იყო".

"თავდაუზოგავად ვმუშაობ. აქ ბედნიერი ვარ და ეს არის ყველაზე მთავარი. როცა თავს კარგად გრძნობ, გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გამოგდის".

"ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ. "ბარსას" ფინალში გასვლა და გამარჯვება შეუძლია. მხოლოდ საკუთარ თავსა და თამაშზე უნდა იფიქრო. როცა ინტენსიურად ვმოქმედებთ, გამარჯვების ბევრი შესაძლებლობა გვიჩნდება".

"პირველი "კლასიკო" მელოდება. ვნახოთ, როგორია. გახარებული ვარ და ამ მატჩში თამაში მინდა", - ციტირებს გაბონელის სიტყვებს Marca.