ევროპა ლიგის 1/2 ფინალის პოტენციური წყვილები გარკვეულია
ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2021/22 წლების სეზონის ევროპა ლიგის 1/4 ფინალის გარდა, 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრაც შედგა.
1/4 ფინალური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ნახევარფინალში ტურნირის მთავარი ფავორიტის, კატალონიის "ბარსელონას" მეტოქე "ვესტ ჰემისა" და "ლიონის" წყვილის გამარჯვებული იქნება.
მოგეხსენებათ, 1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
"ლაიფციგი" — "ატალანტა"
"აინტრახტი" — "ბარსელონა"
"ვესტ ჰემი" — "ლიონი"
"ბრაგა" — "რეინჯერსი"
ხოლო 1/2 ფინალში ერთმანეთს შემდეგი წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან:
"ლაიფციგი" / "ატალანტა" — "ბრაგა" / "რეინჯერსი"
"ვესტ ჰემი" / "ლიონი" — "აინტრახტი" / "ბარსელონა"
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი "ვესტ ჰემი"-"ლიონი"-"აინტრახტი"-"ბარსელონას" კვარტეტიდან საუკეთესო იქნება.
პირველი ნახევარფინალური მატჩები 28 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 5 მაისს.
რაც შეეხება ფინალს, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი დაპირისპირება 18 მაისს, "რამონ სანჩეს პისხუანზე" შედგება.