ავტორიზაცია

"კლოპთან და გვარდიოლასთან კონკურენცია შეუძლია, მაგრამ ძვირი დაჯდება", - ნევილმა იუნაიტედს მწვრთნელი ურჩია

"კლოპთან და გვარდიოლასთან კონკურენცია შეუძლია, მაგრამ ძვირი დაჯდება", - ნევილმა იუნაიტედს მწვრთნელი ურჩია
თარიღი 19 Mar 2022, 00:00

გარი ნევილმა დაასახელა მწვრთნელი, რომელიც „მანჩესტერს“ მოუხდებოდა.

„დიეგო სიმეონეს კანდიდატურაზე უნდა დავფიქრდეთ, მაგრამ მისი „ატლეტიკოდან“ წამიყვანა არასდროს არ ყოფილა შესაძლებელი, ის ამ გუნდს მიჯაჭვულია.

თუმცა, მისი პრემიერ ლიგაში ხილვა კარგი იქნებოდა. თქვენ თავადაც იხილეთ სამშაბათს ეს ყველაფერი, მე კი ბევრჯერ მაქვს ნანახი. მისმა დიდებულმა გუნდმა ჩემი „ვალენსია“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.

ის დიდებული მწვრთნელია თამაშისადმი ბრუტალური მიდგომით, ის მკაცრია - სწორედ ასეთი მწვრთნელი უნდა დანიშნონ „იუნაიტედში“.

კლუბს სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც იურგენ კლოპთან და პეპ გვარდიოლასთან შეეძლება კონკურენცია. ისინი საუკეთესოები არიან, ამიტომ საჭიროა ვინმე, ვინც მათ გვერდში დგომისას თავს თანაბრად იგრძნობს. ვფიქრობ, სიმეონეს ეს შეუძლია.

არ ვიცი, რამდენი დაჯდება სიმეონეს „ემიუში“ დაპატიჟება, მაგრამ აშკარაა, რომ „ატლეტიკოსთვის“ უდიდესი ფულის გადახდა გახდება საჭირო.“ - აღნიშნა „იუნაიტედის“ ექს-მცველმა.