ავტორიზაცია

VIDEO: უმნიშვნელოვანესი სამი ქულა — არსენალმა სტუმრად ასტონ ვილას მოუგო

VIDEO: უმნიშვნელოვანესი სამი ქულა — არსენალმა სტუმრად ასტონ ვილას მოუგო
თარიღი 19 მარ 2022, 18:41

ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, ბირმინგემის "ასტონ ვილამ" შინაურ კედლებში ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა.

"ვილა პარკზე" გამართული დაპირისპირება "მეთოფეების" გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე გავიდა - ბუკაიო საკას ზუსტმა დარტყმამ მიკელ არტეტას შეგირდებს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ამ მატჩის შემდეგ, "არსენალი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო "ასტონ ვილა" 36 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

მომდევნო ტურის შეხვედრას "მეთოფეები" 4 აპრილს, "კრისტალ პალასთან" სტუმრად გამართავენ, ხოლო სტივენ ჯერარდის ბიჭები 2 აპრილს "ვულვერჰემპტონს" ესტუმრებიან.