ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი შანსი მილანს - ინტერმა ზედიზედ მეორედ ფრე ითამაშა

თარიღი 19 მარ 2022, 23:46

სერია ა-ს 30-ე ტურში „ინტერმა“ საკუთარ კედლებში „ფიორენტინას“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

50-ე წუთზე ანგარიში ლუკას ტორეირამ გახსნა, 5 წუთში კი დენზელ დუნფრისმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თუმცა მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

„ინტერმა“ ზედიზედ მე-2 ფრე ითამაშა და ცხრილში მე-3 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, „მილანმა“ კი შანსი მიიღო, დღევანდელ მატჩში გამარჯვების მოპოვებით სუფთა 6 ქულით გაიჭრას წინ.