ავტორიზაცია

"შესაძლოა, კვარაცხელიამ რუბინში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა", - რუსი კომენტატორი

"შესაძლოა, კვარაცხელიამ რუბინში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა", - რუსი კომენტატორი
თარიღი 20 Mar 2022, 18:28

რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ყაზანის "რუბინი" ესტუმრა მოსკოვის "ცსკა"-ს, რომელთანაც ანგარიშით 6:1 განადგურდა. "თათრების" შემადგენლობაში თამაშობდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გუნდის კაპიტანიც იყო.

ამ ფაქტმა გამოიწვია ბევრი მითქმა-მოთქმა, აღნიშნული შეხვედრის კომენტატორმა კი ივარაუდა, რომ ქართველმა გარემარბმა ჩაატარა თავისი ბოლო მატჩი "წითელ-მწვანეებში".

"საქართველოს ნაკრებს ბოსნიას წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული. კვარაცხელია ეროვნულ გუნდში გამოძახებულია, ეს კი სანაკარებო პაუზამდე ბოლო მატჩია.

არ არის გამორიცხული, რომ ამ შეკრების შემდეგ, ის რუბინში აღარ დაბრუნდეს. შესაძლოა, კაპიტნის სამკლავურის ტარება სიმბოლური იყო", - განაცხადა რუსმა კომენტატორმა.

შეგახსენებთ, რომ "რუბინის" ვინგერის სახელს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ "ნაპოლის", რომელიც მისი ყიდვის ვარიანტს განიხილავს.