ავტორიზაცია

"ვფიქრობდი, ომში წავსულიყავი" - ხოჭოლავა თავს ძალიან ცუდად გრძნობს

"ვფიქრობდი, ომში წავსულიყავი" - ხოჭოლავა თავს ძალიან ცუდად გრძნობს
თარიღი 20 მარ 2022, 21:49

საქართველოს ნაკრებისა და კოპენჰაგენის მცველი დავით ხოჭოლავა რუსეთისა და უკრაინის ომში წასვლაზე ფიქრობდა.

ამის შესახებ 29 წლის ცენტრალურმა მცველმა tipsbladet.dk-ს განუცხადა, თუმცა ვერწასვლის მიზეზად, იარაღის გამოყენების არცოდნა დაასახელა.

"ბოლო 3 კვირაა არც გამიცინია, საშინელი პერიოდია. ვიფიქრე, ომში წავალ და უკრაინას დავეხმარებითქო, თუმცა იარაღის გამოყენება არ ვიცი, მეუღლეც არ გამიშვებდა.

ჩემს მამამთილს გარდაცვალებამდე 4-5 საათით ადრე ვესაუბრე, დასვენებას აპირებდა, რუსებმა ბაზები აუფეთქეს. მეორე დღეს გავიგე, რომ აღარ იყო. მეუღლე ცდილობს, ამაზე არ იფიქროს, თუმცა შეუძლებელია," - განაცხადა დავით ხოჭოლავამ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.