ავტორიზაცია

VIDEO: ტემი აბრაჰამმა რომაული დერბის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა

თარიღი 20 მარ 2022, 22:18

„რომას“ ფორვარდმა ტემი აბრაჰამმა „ლაციოს“ კარში გოლი პირველ წუთზე გაიტანა.

„მგლების“ ნახევარმცველმა, ლორენცო პელეგრინიმ, კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა, საიდანაც ის პირდაპირ ინგლისელ ფორვარდს მოხვდა და კარში შევარდა.

ამრიგად, აბრაჰამმა გოლი 56-ე წამზე გაიტანა, რაც რომაული დერბის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.