ავტორიზაცია

VIDEO: ჟოზეს დიდი გამარჯვება! რომამ რომაული დერბი გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო

თარიღი 20 მარ 2022, 23:48

სერია ა-ს 30-ე ტურში „რომამ“ „ლაციო“ გაანადგურა.

შეხვედრა „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და „ჯალოროსის“ გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ყველა გოლი მატჩის პირველივე ტაიმში გავიდა - ტემი აბრაჰამმა 22-ე წუთისთვის დუბლის გაფორმება მოასწრო, 40-ზე კი ლორენცო პელეგრინიმ მატჩში წერტილი დასვა.

ცნობისთვის, აბრაჰამის პირველი გოლი რომაული დერბის ისტორიაში ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა - მან თავი 56-ე წამზე გამოიჩინა.

„რომამ“ 51 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილს იკავებს, თუმცა მეოთხეადგილოსან „იუვენტუსს“ მთელი 8 ქულით ჩამორჩება, „ლაციო“ კი 49 ქულით მეექვსეა.