ავტორიზაცია

მუქარა კვარაცხელიას ოჯახის მიმართ რეალურია? - რუბინის ბუნდოვანი კომენტარი ხვიჩას მომავალზე

მუქარა კვარაცხელიას ოჯახის მიმართ რეალურია? - რუბინის ბუნდოვანი კომენტარი ხვიჩას მომავალზე
თარიღი 21 მარ 2022, 19:44

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინის" დატოვებასთან ახლოს არის. Матч ТВ-ს ცნობით, ქართველი გარემარბის ოჯახი "თათრებში" თამაშის გამო მუქარას იღებს:

"კვარაცხელიას ოჯახი მუქარებს იღებს და ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ფეხბურთელი რუბინში თამაშობს", - წერს რუსული მედია რესურსი. აღნიშნულ ფაქტს "წითელ-მწვანეების" პრეს-სამსახური გამოეხმაურა:

"კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა. დაბრუნდება თუ არა რუბინში? ეს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა. მუქარები ოჯახის მიმართ? ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით", - ასეთია ყაზანელთა კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" ვინგერის სახელს "ნაპოლის" უკავშირებენ. ალფრედო პედულამ დაადასტურა, რომ "ლურჯები" 22-წლის ფლანგელს ლორენცო ინსინიეს შემცვლელად განიხილავენ.

როგორც ვიცით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიელი შემტევი "ტორონტოში" გადავა, სწორედ ამ მიზეზის გამო გააქტიურდა "აძური" "თათრების" 21-ე ნომრის ტრანსფერში.