კილიან მბაპეს მოსალოდნელმა წასვლამ შესაძლოა აშრაფ ჰაკიმის მომავალზეც იმოქმედოს - RMC Sport
ფრანგული გამოცემა RMC Sport „პსჟ-ში" მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს.
როგორც იცით, კილიან მბაპეს პარიზულ გუნდთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, ფრანგი კარიერას მადრიდის „რეალში" გააგრძელებს, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ზემოთხსენებული წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, მბაპეს გუნდიდან მოსალოდნელი წასვლა აშრაფ ჰაკიმის მომავალზეც აისახოს, რომელიც „პსჟ-ში" გასულ ზაფხულს „ინტერიდან" გადავიდა.
საქმე ისაა, რომ მაროკოელს კილიანთან დიდებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, სხვა თანაგუნდელებისგან კი შედარებით განცალკევებულია. ამიტომ, შესაძლოა, მბაპეს წასვლის შემდეგ „პსჟ-დან" აბარგება ჰაკიმიმაც მოისურვოს.
აშრაფმა „პსჟ-ში" გადასვლის შემდეგაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი ოცნება მშობლიურ მადრიდის „რეალში" წარმატების მიღწევაა, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ მბაპე და ჰაკიმი კვლავ თანაგუნდელები გახდნენ, ოღონდ ამჯერად „თეთრი" მაისურით.