ავტორიზაცია

რაფინიას ხელში ჩაგდება 3 ევროპულ გრანდს სურს, თუმცა ლიდსი დიდ ფულს ითხოვს

რაფინიას ხელში ჩაგდება 3 ევროპულ გრანდს სურს, თუმცა ლიდსი დიდ ფულს ითხოვს
თარიღი 22 მარ 2022, 12:27

"ლიდს იუნაიტედის" გარემარბ რაფინია დიასით წამყვანი ევროპული კლუბები ინტერესდებიან.

როგორც გამოცემა UOL-ი იტყობინება, ბოლო კვირებში ინგლისურ კლუბს ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე "ბაიერნმა", "ბარსელონამ" და "ლივერპულმა" მიმართეს.

აქამდე, "ლიდსსა" და რაფინიას შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები იმიტომ ჩაიშალა, რომ კლუბმა გამოსასყიდი თანხის შემცირებაზე უარი თქვა - კლაუსულა ამჟამად 70 მილიონ ფუნტს შეადგენს.

25 წლის შემტევი ხელფასის გაზრდითაც კი ვერ მოთაფლეს, რადგან ამხელა გამოსასყიდი თანხა რომელიმე ტოპ კლუბში გადასვლაში ხელს შეუშლის და ამას ხვდება.

მიმდინარე სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.