ვინ არის სადღეისოდ ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი?
ფრანგული გამოცემა L’Equipe ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს ასაჯაროვებს.
როგორც ირკვევა, ყველაზე მაღალი ხელფასი ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ მცველ ჟერარ პიკეს აქვს, რომელიც თვეში 2.33 მილიონ ევროს იღებს (საუბარია გადასახადების გადახდამდე).
მეორე ადგილს ხელფასების რეიტინგში კი მადრიდის „რეალის“ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები, გარეტ ბეილი და ედენ აზარი იღებენ - თვეში 2.27 მილიონ ევროს.
მესამე ადგილზე „ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსია, რომლის თვიური ხელფასიც 1.91 მილიონ ევროს შეადგენს.
შემდეგ პოზიციაზე კი დავიდ ალაბა და ანტუან გრიზმანი იმყოფებიან 1.88 მილიონი ევროთი.