ავტორიზაცია

ფრანკ კესიე ბარსელონას ახალი ფეხბურთელია

ფრანკ კესიე ბარსელონას ახალი ფეხბურთელია
თარიღი 22 მარ 2022, 21:16

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ბარსელონას“ ახალ შენაძენზე წერს.

„მილანის“ კოტდიუვარელი ნახევარმცველი ფრანკ კესიე კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და წლიურად მისი ხელფასი 6.5 მილიონი ევრო პლიუს ბონუსები იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ ფეხბურთელს უფასოდ იმატებს, რადგან კოტდიუვარელს „მილანთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.