ავტორიზაცია

ნიუკასლი ჩელსის, არსენალის და მანჩესტერის მეკარეებს შორის აკეთებს არჩევანს

ნიუკასლი ჩელსის, არსენალის და მანჩესტერის მეკარეებს შორის აკეთებს არჩევანს
თარიღი 23 მარ 2022, 00:13

ნიუკასლი ახალი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს 33 წლის მარტინ დუბრავკასთვის კონკურენტის მიყვანა სურს და რამდენიმე ვარიანტი უკვე შეარჩია.

„კაჭკაჭების“ შორტ-ლისტში კეპა არისაბალაგა, დინ ჰენდერსონი და ბერნდ ლენო იმყოფებიან. თუმცა, პირველად ვარიანტად „ნიუკასლისთვის“ კეპა მოიაზრება, რომელიც „ჩელსიში“ ედუარდ მენდის შემცვლელია და ხშირად ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას. 

„ნიუკასლს“ იანვარში „მანჩესტერელი“ დინ ჰენდერსონის იჯარით გადაბირება სურდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში დუბრავკა საპირისპირო მიმართულებით უნდა წასულიყო დე ხეას შემცვლელის როლის მოსარგებად, ამ როლის მორგება კი დუბრავკამ არ მოისურვა.