ავტორიზაცია

ბელერინი: "ჩემთვის რთული გასაგებია, რატომ ვაქცევთ უკრაინის ომს ამხელა ყურადღებას, იგივე წლებია ხდება პალესტინაში, ერაყში, იემენში"

ბელერინი: "ჩემთვის რთული გასაგებია, რატომ ვაქცევთ უკრაინის ომს ამხელა ყურადღებას, იგივე წლებია ხდება პალესტინაში, ერაყში, იემენში"
თარიღი 23 მარ 2022, 20:53

„ბეტისის“ ესპანელმა მცველმა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის რთული გასაგებია, თუ რატომ გვაღელვებს ეს ომი იმაზე მეტად, ვიდრე სხვები. არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს იმას, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად ჩვენ გვგვანან, თუ იმიტომ, რომ ეს ომი ჩვენ ეკონომიკის და დევნილების საკითხში უფრო მეტად შეგვეხო.

პალესტინის ომზე არავინ ლაპარაკობს, იემენი, ერაყი... ახლა რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, მაგრამ სხვა ქვეყნები იგივეს მრავალი წლის მანძილზე აკეთებდნენ.

ყველაფერი რაც ხდება - რასიზმია, აქ თანაგრძნობა მინიმალურად არის. ადამიანები ბევრ კონფლიქტში კვდებიან, ჩვენ კი ყურადღებას მხოლოდ იმას ვაქცევთ, რაც ჩვენს სიახლოვეში ხდება.

ადრე თვალს ვხუჭავდით ყველაფერზე და ჩემთვის რთული გასაგებია ის, თუ რატომ ექცევა ამჟამინდელ ვითარებას ამხელა ყურადღება და ყველა ამაზე რატომ ლაპარაკობს.“ - აღნიშნა ბელერინმა.