ავტორიზაცია

უტკინი: "მგონი, ნეიმარი რუსულ ფეხბურთზე წუხს, აბა სხვა რით ავხსნა, რომ ის პარიზში გალოთდა?"

უტკინი: "მგონი, ნეიმარი რუსულ ფეხბურთზე წუხს, აბა სხვა რით ავხსნა, რომ ის პარიზში გალოთდა?"
თარიღი 23 მარ 2022, 23:16

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა საკუთარი აზრი დააფიქსირა იმაზე, რომ ბოლო პერიოდში, ნეიმარს დისციპლინასთან პრობლემები აქვს.

„მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ არის, გარდა, ალბათ, ერთი ადამიანისა. სხვა როგორ ავხსნა ის, რომ პარიზში, როგორც აღმოჩნდა, ნეიმარი გალოთდა?

ალბათ, ის მალულად რუსულ ფეხბურთს თანაუგრძნობს, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, თითქოს ყველაფრით მოწყობილი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ეს ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტის პირადი ინფორმაციაა, საფრანგეთში კი ხშირია ისეთი ადამიანები, ვინც „პსჟ-ს“ ფეხბურთელების საქმის მიდგომით უკმაყოფილოა.

მაგრამ მაინც, მგონი ნეიმარი ახლა ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩვენს სავალალო მდგომარეობაზე წუხს.“ - აღნიშნა უტკინმა.