ავტორიზაცია

ვესტ ჰემმა ნახევარმცველს, რომლითაც გრანდები ინტერესდებიან, ასტრონომიული ფასი დაადო

ვესტ ჰემმა ნახევარმცველს, რომლითაც გრანდები ინტერესდებიან, ასტრონომიული ფასი დაადო
თარიღი 23 მარ 2022, 23:19

„ვესტ ჰემის“ ინგლისელმა ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა, ზაფხულში შესაძლოა გუნდი გამოიცვალოს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „ჩაქუჩების“ ხელმძღვანელობა შეეგუა იმ ფაქტს, რომ რაისი შესაძლოა წავიდეს. თუმცა, მსურველ კლუბს მასში საკმაოდ სოლიდური თანხის - 150 მილიონი ფუნტის (180 მლნ ევრო) გადაუხდა მოუწევს.

იწერება, რომ დეკლანით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მისი ყოფილი გუნდი „ჩელსი“ ინტერესდებიან, ბოლო დროს დაიწერა „რეალის“ ინტერესის შესახებაც.

„ვესტ ჰემის“ ძირითად გუნდში დეკლან რაისი 2017 წლიდან თამაშობს.