ავტორიზაცია

ვინ არის სადღეისოდ ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი?

ვინ არის სადღეისოდ ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი?
თარიღი 24 მარ 2022, 14:42

როგორც L'Equipe იტყობინება, ევროპულ ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი დიეგო სიმეონეა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის თანახმად, "ატლეტიკოს" დამრიგებელი თვეში 3,33 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ესპანეთში მეორე ადგილს კარლო ანჩელოტი ("რეალი") იკავებს - 910 ათასი. ხოლო მესამეზე მარსელინო გარსია ტორალია ("ბილბაო") - 500 ათასი.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები ინგლისში:

1. პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") - 1,89 მლნ ევრო:

2-3. იურგენ კლოპი ("ლივერპული") და ანტონიო კონტე ("ტოტენჰემი") - 1,49 მლნ.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები იტალიაში:

1. მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი") - 1,17 მლნ;

2. ჟოზე მოურინიო ("რომა") - 770 ათასი;

3. სიმონე ინძაგი ("ინტერი") - 620 ათასი.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები გერმანიაში:

1. იულიან ნაგელსმანი ("ბაიერნი") - 666 ათასი ევრო;

2. ჟერარდო სეოანე ("ლევერკუზენი") - 416 ათასი;

3. მარკო როზე ("დორტმუნდი") - 375 ათასი.