ავტორიზაცია

ბარსელონა, ბაიერნი თუ ლივერპული - ვინ არის რაფინიასთვის ბრძოლაში ფავორიტი?

ბარსელონა, ბაიერნი თუ ლივერპული - ვინ არის რაფინიასთვის ბრძოლაში ფავორიტი?
თარიღი 24 მარ 2022, 23:46

"ბარსელონამ" "ლიდსის" გარემარბისთვის, რაფინია დიასისთვის შეთავაზება გააკეთა. Diario Sport-ის ცნობით, კატალონიურმა კლუბმა 25 წლის ნახევარმცველისთვის 35 მილიონი ევრო გაამზადა.

გარიგება, სავარაუდოდ, იქნება "ბარსელონას" ყველაზე დიდი ინვესტიცია შეტევისთვის ზაფხულში, რადგან დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენის იდეა კლუბში პრაქტიკულად გამოირიცხა.

"ბარსელონასთვის" მატეუ ალემანი და იორდი კრუიფი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ისინი "ლიდსთან" შეთანხმებას უახლოეს კვირებში ელიან. კატალონიელები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ.

მიზეზი - მათ გაუთვალისწინებელი სიურპრიზების თავიდან აცილება სურთ. ამ დროისთვის "ბარსას" ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად არის განწყობილი. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელისთვის ბრძოლაში "ბარსელონა" "ლივერპულსა" და "ბაიერნს" უსწრებს.