ავტორიზაცია

კაპელო: "ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იტალია მაკედონიასთან დამარცხდებოდა"

კაპელო: "ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იტალია მაკედონიასთან დამარცხდებოდა"
თარიღი 25 მარ 2022, 18:11

სახელგანთქმული სპეციალისტი, ფაბიო კაპელო იტალიის ნაკრების 2022 წლის მუნდიალს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში "სკუადრა აძურა" ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა.

"ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იტალია მაკედონიასთან ამ შეხვედრას წააგებდა... მაგრამ დავმარცხდით. მორჩა და გათავდა".

"გოლს ბოლო წუთებზე ვუშვებთ და რა თქმა უნდა, წონასწორობის აღდგენა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია".

"მთელი იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან სამწუხარო და რთული მომენტია", - განაცხადა კაპელომ.