ავტორიზაცია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მანჩინის მომავალზე განცხადება გააკეთა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მანჩინის მომავალზე განცხადება გააკეთა
თარიღი 25 მარ 2022, 18:29

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის მომავალზე ისაუბრა.

"სკუადრა აძურა" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა და ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს.

"ჩვენი გულშემატკივრების გამო ნამდვილად ვწუხვარ. დიდი სიხარული, რომელიც ზაფხულში განვიცადეთ, არსად გამქრალა, მაგრამ ამ მარცხის გამო დიდი სიმწარეც გაჩნდა. ამას არ ველოდით".

"უნდა გავიგოთ, რა უნდა გაკეთდეს, მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდებისთვის სათამაშო დროის ნაკლებობის პრობლემის მოგვარება".

"ვიმედოვნებ, მანჩინი დარჩება. ჩვენთან ერთად ამ პროექტის ერთგულია და იმედი მაქვს, ის, როგორც ყველა იტალიელი, ამ გავარდნას მალე დაივიწყებს. ვიმედოვნებ, გუნდის სათავეში დარჩება", - ციტირებს გრავინას სიტყვებს Football Italia.