ავტორიზაცია

"ბედნიერი ვარ", - ვინისიუსი ბრაზილიის ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლის შემდეგ

"ბედნიერი ვარ", - ვინისიუსი ბრაზილიის ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლის შემდეგ
თარიღი 25 მარ 2022, 20:51

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს, ვინისიუს ჟუნიორს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების იმედი აქვს.

"რეალის" გარემარბმა ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ განცხადება გააკეთა - 21 წლის შემტევმა ყატარში გასამართი მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ჩილეს (4:0) კარი აიღო.

"მარაკანა", ოჯახის თვალწინ - არ არსებობს საუკეთესო ადგილი ნაკრებში პირველი გოლის გატანისთვის. ბედნიერი ვარ, ვიმედოვნებ ნაკრებს მომავალშიც დავეხმარები და შესანიშნავ თამაშს ვაჩვენებ".

"ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ ბოლო შეხვედრაში გულშემატკივრები ჩვენს გვერდით იყვნენ, მადლობას ვუხდი მათ".

"ახლა მუშაობა უნდა დავიწყოთ იმისათვის, რათა წელიწადი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დავასრულოთ", - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Globo Esporte.

"მომდევნო ოქროს ბურთი შენია", - კლასიკოს მიმდინარეობისას, გარსიამ ვინისიუსს ირონიულად დასცინა