ავტორიზაცია

VIDEO: მესისა და დი მარიას გოლები — არგენტინამ შინაურ კედლებში ვენესუელა გაანადგურა

თარიღი 26 მარ 2022, 10:46

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-17 ტურის ეგიდით, არგენტინამ შინაურ კედლებში ვენესუელა მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირება "ალბისელესტეს" გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე ნიკოლას გონსალესმა გახსნა და პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

არგენტინელებმა უპირატესობა მატჩის ბოლოს გაზარდეს - 79-ე წუთზე  ანხელ დი მარიამ გაიტანა, 82-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ. 

ამ გამარჯვების შემდეგ, არგენტინა 16 მატჩში მოპოვებული 38 ქულით მეორე ადგილს იკავებს და დაუმარცხებელია, ხოლო ვენესუელა 10 ქულით ბოლო პოზიციაზეა.