რონალდინიომ გამოარჩია ფეხბურთელი, ვისთან ერთად თამაშსაც ისურვებდა: "მისი თამაშის მანერა მომწონს"
"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს გვერდით თამაშს ისურვებდა.
"ვფიქრობ, მბაპე სწორედ ის ფეხბურთელია, ვისთან ერთად თამაშსაც ვისურვებდი".
"მისი თამაშის მანერა მომწონს, ასე რომ მის გვერდით თამაში კარგი იქნებოდა", - ციტირებს ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებს ESPN-ი.
შეგახსენებთ, რონალდინიო "პსჟ"-ს ღირსებას 2001 წლიდან 2003 წლამდე იცავდა, ხოლო მბაპე პარიზელებს 2017 წელს შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.