ავტორიზაცია

"არ მესმის, რატომ არ ახსენებენ მათ ხშირად", - რეინჯერსის ლეგენდამ მანჩესტერს ორი მწვრთნელი ურჩია

"არ მესმის, რატომ არ ახსენებენ მათ ხშირად", - რეინჯერსის ლეგენდამ მანჩესტერს ორი მწვრთნელი ურჩია
თარიღი 26 მარ 2022, 16:42

"რეინჯერსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ალი მაკოისტმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის კანდიდატები გამოარჩია.

"არ მესმის, რატომ არ ახსენებენ ზინედინ ზიდანს უფრო ხშირად. ცხადია, ის მწვრთნელია, რომელსაც დიდ კლუბში ვარსკვლავების ხელმძღვანელობა შეუძლია. და, რა თქმა უნდა, დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალა შესწევს".

"აგრეთვე, იშვიათად ახსენებენ დიეგო სიმეონესაც. ამ უკანასკნელმა "ატლეტიკოში" შესანიშნავად იმუშავა".

"ახლა, როგორც არასდროს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს", - ციტირებს მაკოისტის სიტყვებს FourFourTwo.

შეგახსენებთ, "ეშმაკუნებს" ამჟამად რალფ რანგნიკი უდგათ სათავეში, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.