ავტორიზაცია

"რატომ არ ვახანგრძლივებ კონტრაქტს? მიზეზი თქვენ გიკავშირდებათ", - ლუის ენრიკე პრესას

"რატომ არ ვახანგრძლივებ კონტრაქტს? მიზეზი თქვენ გიკავშირდებათ", - ლუის ენრიკე პრესას
თარიღი 26 მარ 2022, 22:19

ესპანეთის ნაკრების მთავარმა, ლუის ენრიკემ, პრესას აუხსნა, თუ რატომ არ გაუხანგრძლივებია ამ დრომდე კონტრაქტი.

„ჯერ არ გადამიწყვეტია, დავრჩები თუ არა გუნდში 2022 წლის მუნდიალის შემდეგ. ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობ, მათ ფაქტობრივად ორჯერ დამპატიჟეს გუნდში და მათ მიჯაჭვული ვარ.

თუმცა, რა აზრი ექნება კონტრაქტს, თუ მუნდიალზე საკუთარ მიზნებს ვერ მივაღწევთ? არანაირი. ასე რომ ტურნირის შემდეგ შევხედოთ.

ამ სამსახურის გამო ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ და მიზეზი, რის გამოც კონტრაქტი ჯერ არ გამიხანგრძლივებია, თქვენ გიკავშირდებათ. თუ მუნდიალზე ჩავისვრი, ჩემი გაშვების მოთხოვნა არ მოგიწევთ, რადგან თავადაც წავალ.“ - აღნიშნა ენრიკემ.