ავტორიზაცია

ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა - წინ მხოლოდ რუნია

ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა - წინ მხოლოდ რუნია
თარიღი 27 მარ 2022, 01:02

თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში 49-ე გოლი გაიტანა.

ინგლისის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარია 2:1 დაამარცხა, ერთ-ერთი გოლი კი სწორედ კეინმა მიითვალა.

„ტოტენჰემის“ ლიდერმა 78-ე წუთზე გატანილი პენალტით ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით გარი ლინეკერი ჩამოიტოვა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ბობი ჩარლტონს გაუტოლდა.

ახლა, ჩარლტონზე და კეინზე წინ მხოლოდ უეინ რუნი იმყოფება, რომელმაც „სამი ლომის“ შემადგენლობაში 53 გოლი შეაგდო.