ავტორიზაცია

ბარსელონა რაფინიას პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და მზად არის მის ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართოს

ბარსელონა რაფინიას პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და მზად არის მის ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართოს
თარიღი 27 მარ 2022, 19:24

"ბარსელონამ" "ლიდსის" გარემარბ რაფინიასთან პირადი კონტრაქტის პირობებზე კომპრომისს მიაღწია, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ხელფასი და 5-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმეს.

"ლივერპული" და "ბაიერნი" მზად არიან 25 წლის ბრაზილიელს უფრო დიდი ანაზღაურება შესთავაზონ, მაგრამ თავად ფეხბურთელს კატალონიაში თამაში სურს.

ახლა კი, "ბარსა" "ლიდსს" უნდა შეუთანხმდეს და იწერება, რომ რაფინია კლუბზე ზეწოლას მოახდენს, რათა ტრანსფერი დააჩქაროს. 

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანამ" სამხრეთამერიკელის ტრანსფერში შესაძლოა ინგლისური კლუბის სატრანსფერო სამიზნე ჩართოს - მცველი, ოსკარ მინგესა.

დაიწერა, რომ "ლიდსმა" 22 წლის ესპანელის თაობაზე, რომელსაც "ბარსელონაში" სათამაშო დრო აღარ ეძლევა, ინფორმაცია მოითხოვა.

მიმდინარე სეზონში რაფინიამ, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა.