ავტორიზაცია

დონარუმა: "მუნდიალზე ვერ გასვლის შემდეგ, იტალიის ნაკრებს ერთი ამოცანა აქვს"

დონარუმა: "მუნდიალზე ვერ გასვლის შემდეგ, იტალიის ნაკრებს ერთი ამოცანა აქვს"
თარიღი: 27 მარ 2022, 20:33

ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის ნაკრების პლეი-ოფში წაგების შემდეგ, სოციალურ ქსელში პსოტი გამოაქვეყნა.

„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება გვინდოდა, რაც დაუვიწყარ ემოციებს გვაჩუქებდა, იტალიელებს კი, რომლებიც ევროპის ჩემპიონობისკენ გაგვიძღვნენ, ღიმილს მოჰგვრიდა.

სამწუხაროდ, ეს არ მოხდება. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვიცით, როგორ არიან იტალიელები. თუმცა, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, წინ უნდა იყურო და თამაშში დაბრუნდეს.

ჩვენი ამოცანაა - დავაბრუნოთ ნაკრები იქ, სადაც ის ყოფნას იმსახურებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენოთ მომავალი. წინ, იტალია!“, - წერს „პსჟ-ს“ გოლკიპერი სოც.ქსელში.