ავტორიზაცია

მემფის დეპაის თაობაზე ბარსელონას პრემიერ ლიგის გუნდები დაუკავშირდნენ

მემფის დეპაის თაობაზე ბარსელონას პრემიერ ლიგის გუნდები დაუკავშირდნენ
თარიღი 27 მარ 2022, 20:36

„ბარსელონას“ შემტევმა მემფის დეპაიმ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი შემტევის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის „ტოტენჰემი“ იჩენს.

კატალონიური გამოცემის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის შესახებ „ბარსელონასთან“ ინფორმაცია პრემიერ ლიგის სხვა გუნდებმაც მოიკითხეს.

გარდა ინგლისური გუნდებისა, მემფისის მიმართ ინტერესს „ინტერს“, „მილანს“ და „იუვენტუსსაც“ აწერდნენ.

ხავის „ბარსაში" დანიშვნის შემდეგ მემფისმა სასტარტოში გარანტირებული ადგილი დაკარგა, გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, ხოლო სანამ დაბრუნდებოდა, „ბარსელონამ" სამი შემტევი დაიმატა - ობამეიანგი, ფერან ტორესი და ადამა ტრაორე.