ავტორიზაცია

კოუტინიო ასტონ ვილაში დასარჩენად მზადაა ხელფასი საგრძნობლად დაიკლოს

კოუტინიო ასტონ ვილაში დასარჩენად მზადაა ხელფასი საგრძნობლად დაიკლოს
თარიღი 27 მარ 2022, 22:27

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც იჯარით „ასტონ ვილაში“ თამაშობს, მზადაა ინგლისურ გუნდში დასარჩენად ხელფასი საგრძნობლად დაიკლოს.

ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება.

ბირმინგემულმა კლუბმა 29 წლის ბრაზილიელი გასულ ზაფხულს იჯარით და 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით დაიმატა. 

„ასტონ ვილას“ მაისურით 10 მატჩში კოუტინიომ 4 გოლი და 3 ასისტი მიითვალა, გუნდში ის სტივენ ჯერარდის ხელმძღვანელობით თამაშობს, რომლის თანაგუნდელიც „ლივერპულში“ იყო.