ავტორიზაცია

ბარსელონას რაფინია ან 75 მლნ დაუჯდება ან 25 - უცნაური პუნქტი ფეხბურთელის კონტრაქტში

ბარსელონას რაფინია ან 75 მლნ დაუჯდება ან 25 - უცნაური პუნქტი ფეხბურთელის კონტრაქტში
თარიღი 27 მარ 2022, 22:32

„ბარსელონა“ ლიდსის შემტევით, რაფინიათი სერიოზულად ინტერესდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბს და ფეხბურთელს შორის კონტაქტი უკვე შედგა და პირადი ხელშეკრულება პრობლემა არ იქნება.

უბრალოდ, „ბარსელონა“ ელოდება, როგორ დასრულდება მიმდინარე პრემიერ ლიგის გათამაშება „ლიდსისთვის“ - საქმე ისაა, რომ რაფინიას გუნდთან ორნაირი გამოსასყიდი პუნქტი აქვს გაწერილი - თუ „ლიდსი“ პრემიერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ბრაზილიელის გამოსყიდვა 75 მლნ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ლიდსი“ ჩემპიონშიფში გავარდება, მაშინ რაფინიას გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევრომდე შემცირდება, სწორედ ამიტომ, „ბარსელონა“ ელოდება და ოფიციალური შეთავაზებით გუნდისთვის ჯერ არ მიუმართავს.

ამჟამად ლიდსი 29 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 7 ქულით არის მოცილებული.