აგბონლაჰორი: "ლევანდოვსკი მიკი-მაუსის ლიგაში თამაშობს, წარმოიდგინეთ ბაიერნის შეტევაში კეინი რამდენს გაიტანდა"

„ასტონ ვილას“ ექს-ფორვარდმა გაბრიელ აგბონლაჰორმა, რობერტ ლევანდოვსკი ჰარი კეინს შეადარა.
„მგონია, რომ ლევანდოვსკი გამორჩეული ბომბარდირია, რომელსაც დიდებული სტატისტიკა აქვს, თუმცა ის მიკი-მაუსის ლიგაში თამაშობს.
შეადარეთ ეს პრემიერ ლიგას და კეინს - რამდენი გაიტანა ჰარიმ ინგლისში? ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენს გაიტანდა ის, „ბაიერნის“ შეტევაში რომ დააყენონ?“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.