ავტორიზაცია

ფაბრეგასი: "რეალთან კავშირები არ გამაჩნია, მაგრამ როგორც ჩანს, მბაპე სწორედ მანდ გადავა"

ფაბრეგასი: "რეალთან კავშირები არ გამაჩნია, მაგრამ როგორც ჩანს, მბაპე სწორედ მანდ გადავა"
თარიღი 27 მარ 2022, 23:59

„მონაკოს“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა.

„მისი მომავალი მის ხელშია. ხშირად არ მინახავს, რომ ვინმე აკეთებდეს იმას, რასაც მბაპე აკეთებს. მას რონალდოს დონეზე შეუძლია გოლების გატანა, რადგან ფიზიკურადაც ძლიერია. ანრის მსგავსად, ის თამაშში საკუთარ შესაძლებლობებს ძალიან ენდობა - კარგი თვალსაზრისით. ის ყველას ეუბნება, რომ საუკეთესოა და ეს თავადაც იცის, რაც ძალებს მატებს.

მახსოვს, ანრისთან თამაშისას, როგორც კი მის წინ სივრცეს ვხედავდი, იქ პასს ვაკეთებდი და ვხვდებოდი, რამდენად მარტივად შეძლებდა ის მის ათვისებას, თითქოს გუნდში 12 ფეხბურთელი გვყავდა.

მბაპე 22 წლისაა (რეალურად მბაპე 23-საა - ავტ) და უმაღლეს დონეზე კიდევ 14 წელი შეუძლია თამაში, თუ ტრავმები გვერდით აუვლის. „რეალთან“ კავშირები არ გამაჩნია, თუმცა როგორც ჩანს, ის სწორედ იქ გადავა.

ვფიქრობ, ამ გუნდს ის იდეალურად მოერგება. ლა ლიგაში მას ყველა რეკორდის დამხობა შეუძლია.“ - აღნიშნა ესპანელმა.