"ბურთის ართმევაში პოგბაზე უკეთესია, უდიდესი პოტენციალი აქვს", - დეშამმა ფრანგი ტალანტი შეაქო

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ნახევარმცველი, ორელიენ ტჩუამენი შეაქო.
მოგეხსენებათ, "მონაკოს" ფეხბურთელმა კოტდ'ივუართან (2:1) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ორელიენი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ამასთანავე, უდიდესი პოტენციალის მქონეა, თამაშის გაკონტროლება იცის. ეს წინა მატჩებში უკვე დაამტკიცა, როცა სასტარტო შემადგენლობაში ან ცვლილებაზე მოგვევლინა მინდორზე. პოლ პოგბასთან ტანდემი აქვს".
"ორელიენმა აგრესიულად თამაში და ბურთის ართმევა პოლზე ცოტა უკეთესად იცის, რომელიც უფრო მეტად შეტევაზეა მიდრეკილი. მართლაც ტანდემში თამაშობდნენ, ზოგჯერ კი გრიზმანთან ტრიოს ქმნიდნენ, რაც მნიშვნელოვანია", - ციტირებს დეშამის სიტყვებს GFFN-ი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ტჩუამენის გადაბირებით "რეალი", "ლივერპული", "პსჟ" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულები.