ავტორიზაცია

განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი, მანჩესტერს ზაფხულის მთავარი სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს

განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი, მანჩესტერს ზაფხულის მთავარი სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს
თარიღი 28 Mar 2022, 21:45

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ჰარი კეინის შეძენას შეეცდება.

The Athletic-ის ინფორმაციით, თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება - ზაფხულში „იუნაიტედისთვის“ პრიორიტეტული იქნება. შესაძლო ვარიანტებს შორის ყველაზე სასურველი გუნდისთვის სწორედ „ტოტენჰემის“ ფორვარდია.

ერთი წლის წინ იუნაიტედის ექს ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვარდმა ტოტენჰემთან კეინის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა და ინტერესი სწორედ იმდ როს გამოუთქვა, როცა მისით სიტიც ინტერესდებოდა. მაშინ ვუდვორდმა კეინს უთხრა, რომ ტრანსფერი მხოლოდ 2022 წელს თუ შედგება, რადგან იმ დროისთვის იუნაიტედს უკვე სანჩო ჰყავდა 73 მლნ ფუნტად ნაყიდი.

წელს კეინის პოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან, რადგან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ამ ზაფხულს ტოტენჰემს მის სანაცვლოდ მაქსიმალურად დიდი თანხის მიღება შეეცდება.

განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნება მანჩესტერის მთავარი მწვრთნელი, გუნდისთვის კეინის შეძენა პრიორიტეტული იქნება.