"თავს სასარგებლოდ ვგრძნობ", - რონალდუმ ისაუბრა, თუ როდის აპირებს ფეხბურთიდან წასვლას
კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„მე კვლავაც სიამოვნებას ვიღებ ფებბურთისგან და სასარგებლოდ ვგრძნობ თავს როგორც მანჩესტერში, ისე პორტუგალიის ნაკრებში.
გადაწყვეტილებას მივიღებ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. თუ თამაშის გაგრძელება მომინდა, დავრჩები, ხოლო თუ სურვილი აღარ მექნება, აღარც ვითამაშებ.“ - აღნიშნა 37 წლის თავდამსხმელმა.
პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ 2022 წლის მუნდიალი მისთვის ნაკრების შემადგენლობაში უკანასკნელი ტურნირი იქნება, თუმცა მას შემდეგ რონალდუს ეს სიტყვები აღარ დაუდასტურებია.