ნაგელსმანის, უპამეკანოს და საბიტცერის შემდეგ, ბაიერნი ლაიპციგის საუკეთესო ბომბარდირსაც უმიზნებს
ბაიერნმა შესაძლოა ლაიპციგის საუკეთესო ბომბარდირი კრისტოფერ ნკუნკი შეიძინოს.
Sport1.de-ს ინფორმაციით, მიუნხენური გუნდი ფრანგის გუნდში დაპატიჟებას სერჟ გნაბრისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში არსებული პრობლემების გამო აპირებს.
იულიან ნაგელსმანი იმედოვნებს, რომ კლუბი გნაბრისთან შეთანხმდება, თუმცა ნკუნკუზეც, რომელთანაც ის ლაიპციგში ორი წელი მუშაობდა, ის ძალიან კარგი აზრისაა.
ტრანსფერის საბოლოო საფასურმა შესაძლოა 70 მლნ ევრო შეადგინოს, სწორედ ამდენის გადახდა მოუწევს ბაიერნს, თუ გნაბრის გაყიდვა მოუწევს.
თავის მხრივ სერჟს მიუნხენში სურს დარჩენა, თუმცა გუნდი მის ფინანსურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და გამომდინარე იქიდან, რომ მისი კონტრაქტი 2023 წელს იწურება, ბაიერნმა შესაძლოა ის ამ ზაფხულს გაყიდოს, რათა შემდგომში უფასოდ არ დაკარგოს.