ავტორიზაცია

რომანო: "მანჩესტერი რანგნიკის შემცვლელს 2-3 კვირაში შეარჩევს"

რომანო: "მანჩესტერი რანგნიკის შემცვლელს 2-3 კვირაში შეარჩევს"
თარიღი 29 მარ 2022, 11:16

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს, მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მთავარი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "წითელ ეშმაკებს" "ორი-სამი კვირა" სჭირდებათ რალფ რანგნიკის შემცვლელის დასადგენად.

"მანჩესტერ იუნაიტედი" გასულ კვირას ესაუბრა "აიაქსის" მწვრთნელ, ერიკ ტენ ჰაგს და ახლა სურს სხვა კანდიდატებთან საუბარი, იგივე "პარი სენ-ჟერმენის" თავკაცთან, მაურისიო პოჩეტინოსთანაც.

რომანომ დასძინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებს გადაწყვეტილებას, ახალი მწვრთნელის სახელი უცნობი შეიძლება დარჩეს სეზონის ბოლომდე.

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოთამაშეებმა შეძლონ თავიანთ საქმეზე ფოკუსირება. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლას ცდილობენ.

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ პოჩეტინოსთან გასაუბრება ჩაატარა