ავტორიზაცია

დაბრუნდება თუ არა ვან დე ბეკი მანჩესტერში სეზონის დასრულების შემდეგ?

დაბრუნდება თუ არა ვან დე ბეკი მანჩესტერში სეზონის დასრულების შემდეგ?
თარიღი 29 მარ 2022, 14:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა, რომელიც იჯარით თამაშობს "ევერტონში", შესაძლოა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი კლუბში "მანკუნიანელების" ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ.

ამის შესახებ იუწყება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო თავის Twitter-ზე. წყაროს ცნობით, გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნამ, რომლის ხელმძღვანელობით ვან დე ბეკი უკვე თამაშობდა "აიაქსში".

ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წლიდან თამაშობს, "აიაქსიდან" 39 მილიონ ევროდ გადავიდა, ვან დე ბეკის კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდეა ძალაში.

"ევერტონმა" 24 წლის ვან დე ბეკი იჯარით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის სეზონის ბოლომდე შეიძინა. ახალი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ ორ მატჩში ნახევარმცველი ეფექტური მოქმედებებით არ გამოირჩეოდა.