ავტორიზაცია

ალ ხელაიფი: "სუპერლიგის აღორძინება შეუძლებელია, ამ აბსურდის მხოლოდ სამ გუნდს სჯერა"

ალ ხელაიფი: "სუპერლიგის აღორძინება შეუძლებელია, ამ აბსურდის მხოლოდ სამ გუნდს სჯერა"
თარიღი 29 მარ 2022, 17:48

„პსჟ-ს" პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის სუპერლიგის პროექტის აღორძინების არ სჯერა.

„რაც შეეხება ფსევდო სუპერლიგას, ის არ არსებობს. არც პირველი ვერსია და არც მეორე.

ყველა მის წინააღმდეგ არის - გულშემატკივრები, მედია, დიდი და პატარა კლუბები, მხოლოდ სამი გუნდი (ბარსელონა, რეალი, იუვენტუსი - ავტ.) უჭერენ მხარს ამ აბსურდს.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ეს კლუბები ახლა უეფას ტურნირებში სიამოვნებით თამაშობენ და უძლიერეს გათამაშებებში მონაწილეობით კმაყოფილები არიან.

არამგონია, რომ ახლა სუპერლიგის აღორძინება შესაძლებელი იყოს, იმიტომ რომ აქ ჩვენ ყველანი ერთიანები ვართ.

ჩვენ საკუთარი პოტენციალის განვითარებაზე და იმაზე ვართ კონცენტრირებულები, თუ რის მიღწევა შეგვიძლია 2022 წელს. ერთ-ერთი მიზანი - უეფას ტურნირების ფასეულობის გაზრდაა, რაც დაამტკიცებს, რომ ეს სამი კლუბი ცდება, ჩვენ კი უფრო და უფრო გავძლიერდებით." - აღნიშნა ალ ხელაიფიმ.