ავტორიზაცია

რონალდუ: "ალბათ, ხალხი ფიქრობს, რომ პორტუგალიას იოლი გასეირნება ელის"

რონალდუ: "ალბათ, ხალხი ფიქრობს, რომ პორტუგალიას იოლი გასეირნება ელის"
თარიღი 29 მარ 2022, 17:52

კრიშტიანუ რონალდუ არ ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია გუნდისთვის მარტივი მეტოქე იქნება.

დღეს პორტუგალიის ნაკრები მუნდიალზე გასასვლელად გადამწყვეტ მატჩში სწორედ მაკედონიას დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს მოუგო.

„ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგვიწევს თამაში და ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ პორტუგალიას იოლი გასეირნებ აელის.

ჩემი აზრით, უკიდურესად რთული მატჩი გველის, იმიტომ რომ თუ ჩრდილოეთ მაკედონია აქ არის, ესეიგი აქ ყოფნა დაიმსახურა.

თუმცა მგონია, რომ თუ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ და როგორც უკვე ვთქვი, სტადიონი სრულად დაგვიჭერს მხარს, „დრაგაუზე" ცეცხლს დავანთებთ და მგონია, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ." - აღნიშნა რონალდუმ.