ვერნერს ჩელსის დატოვება სურს - ჩელსიმ ფეხბურთელს ფასი დაადო
ტიმო ვერნერს „ჩელსის“ დატოვება სურს.
Sport1.de-ს ინფორმაციით, გერმანელი ფორვარდი და მისი მრჩეველი ფოლკერ შტრუტი ტრანსფერზე უკვე მუშაობენ.
ვერნერის კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2025 წლამდეა გათავლისწინებული, თუმცა არც კლუბი და არც თომას ტუხელი მის წასვლას წინ არ გადაუდგებიან, მეტიც, ლონდონური გუნდი გერმანელს 40 მლნ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ჩელსის“ მოლაპარაკებების წარმოება აკრძალული აქვს, რაც კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩზე დადებული სანქციებით არის გამოწვეული.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის მრჩეველი რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათ შორის - „დორტმუნდთან“, რომელიც ერლინგ ჰოლანდის წასვლისთვის ემზადება.