ავტორიზაცია

ბარსელონა ლიდსთან აუქციონში ჩაბმას არ აპირებს

ბარსელონა ლიდსთან აუქციონში ჩაბმას არ აპირებს
თარიღი 29 მარ 2022, 23:06

„ბარსელონა“ მზადაა „ლიდსის“ ვინგერის რაფინია დიასის თაობაზე შეთავაზება გაზარდოს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელების დაინტერესება სერიოზულია და გუნდი „ლიდსისთვის“ 40+10 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. კლუბი აუქციონში მონაწილეობას არ აპირებს და ეს შეთავაზება საბოლოოდ მიაჩნია.

თუმცა, „ბარსა“ არ ღელავს, რადგან იცის, რომ თუ „ლიდსი“ გავარდება, რაფინიას გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, თუ არა - მაშინ გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება.

რაფინიამ „ბარსასთან“ 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და სხვა კლუბების შემოთავაზებების უარით გასტუმრებას აპირებს.