რომელი გუნდები გავიდნენ ოფიციალურად? ყველაფერი, რაც 2022 წლის მუნდიალზე უნდა ვიცოდეთ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ სულ უფრო და უფრო ახლოსაა. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტურნირი, რომლის ყურების პატივიც მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გვეძლევა, რამდენიმე თვეში სტარტს ოფიციალურად აიღებს.
იქამდე კი, უნდა დალაგდეს ჯგუფური ეტაპი, რაც პარასკევს, 1 აპრილს, კენჭისყრაზე მოხდება, რომელიც ყატარში შედგება.
რომელი გუნდები გავიდნენ მუნდიალზე ოფიციალურად?
ყატარი, გერმანია, დანია, ბრაზილია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, არგენტინა, ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი, ეკვადორი, ურუგვაი, კანადა, განა, სენეგალი, პორტუგალია, პოლონეთი, მაროკო, ტუნისი, კამერუნი.
ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე გუნდები 4 სხვადასხვა კალატაში იქნებიან განლაგებულები FIFA-ს რეიტინგის მიხედვით და ერთ კალათაში მყოფი გუნდები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. პირველ კალათაში მოხვდებიან ყატარი როგორც მასპინძელი და ფიფას რეიტინგის 7 ყველაზე რეიტინგიანი გუნდი.
მეორე კალათაში 8-15 რეიტინგებზე მყოფი გუნდები მოხვდებიან, მესამეში 16-23 და მეოთხეში 24-28. ამ მეოთხე კალათაში მოხვდება ივნისში გასამართი პლეი-ოფის გამარჯვებულიც, რომელშიც უელსი შოტლანდია/ უკრაინის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
პირველი კალათა
ყატარი, ბელგია, ბრაზილია, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია
მეორე კალათა
დანია, ნიდერლანდები, გერმანია, მექსიკა*, აშშ*, შვეიცარია, ხორვატია, ურუგვაი
* - თუ ეს გუნდები პირდაპირი გზით მოხვდებიან ტურნირზე (ჯერ გასარკვევია)
მესამე კალათა
სენეგალი, ირანი, იაპონია, მაროკო, სერბეთი, პოლონეთი, სამხრეთ კორეა, ტუნისი ან ან კანადა
კანადასა და ტუნისს შორის ის გუნდი, რომელიც 31 მარტის მონაცემებით უფრო მაღლა იქნება რეიტინგში, მესამე კალათშიც სწორედ ის მოხვდება
მეოთხე კალათა
აზიის კონმებოლის პლეიოფის გამარჯვებული
ოკეანიის კონკაკაფის პლეიოფის გამარჯვებული
ევროპიდან რეპეჩაჟში გადასული გუნდი
საუდის არაბეთი
ეკვადორი
განა
კამერუნი
ტუნისი ან კანადა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი და განრიგი
მუნდიალზე კვლავაც 32 გუნდი იღებს მონაწილეობას და კლასიკურ ჯგუფურ, ერთმატჩიან დაპირისპირებას ვიხილავთ. ჯგუფის ოთხი გუნდიდან საუკეთესო ორი შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც მერვედფინალში ჯგუფის პირველადგილოსნები სხვა ჯგუფის მეორეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის პირველობისგან განსხვავებით, მესამე ადგილის მატჩიც ტარდება - შესაბამისად ნახევარფინალში ორი დამარცხებული გუნდი, ფინალამდე ერთი დღით ადრე, ერთმანეთს შეერკინება
ჯგუფური ეტაპი: 21 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე
მერვედფინალები: 3-6 დეკემბერი
მეოთხედფინალები: 9-10 დეკემბერი
ნახევარფინალები: 13-14 დეკემბერი
მესამე ადგილის მატჩი: 17 დეკემბერი
ფინალი: 18 დეკემბერი.