VIDEO: დაძაბული მატჩი ეკვადორში — არგენტინამ გამარჯვება ხელიდან 93-ე წუთზე გაუშვა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-18 ტურის ეგიდით, არგენტინის ნაკრები ეკვადორს ესტუმრა.
აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მეტოქეებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 1:1.
ანგარიში "ალბისელესტემ" გახსნა - 24-ე წუთზე მასპინძელთა კარი "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა, ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა აიღო.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ არგენტინელები სამ ქულას მოიპოვებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვება ხელიდან გაუშვეს.
91-ე წუთზე ლიონელ სკალონის შეგირდების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ეკვადორელთა ფორვარდმა, ენერ ვალენსიამ ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე ვერავინ დაასწრო და წონასწორობა აღადგინა.
აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, არგენტინა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ეკვადორი კი 26 ქულით მე-4 პოზიციაზეა.