ბრუნო ჩრდ. მაკედონიის დამარცხების შემდეგ: "უკეთესი მატჩებიც ჩავიტარებია, მაგრამ მთავარია, მიზანს მივაღწიეთ"
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალში ჩრდ. მაკედონიასთან გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება პორტუგალიელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს და ორივე გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ფეხბურთელის ანგარიშზეა.
"ჩვენს მიზანს მივაღწიეთ - ეს არის მთავარი. პორტუგალიას უფრო კარგი მატჩებიც ჰქონია, მაგრამ ეს მაინც გამოსარჩევია, რადგან მუნდიალის საგზური გაგვინაღდა".
"ჩემთვის მთავარია, გუნდს დავეხმარო. აქ გოლების გასატანად კი არა, დასახმარებლად ვარ. თუ გატანას მოვახერხებ, კარგია, მაგრამ სხვა რაღაცაზე ვარ კონცენტრირებული".
"ალბათ, ნაკრებში ჩემი სტაბილურობა იმას უკავშირდება, რომ ვასრულებ იმას, რასაც ჩემგან მწვრთნელი ითხოვს", - ციტირებს ბრუნოს სიტყვებს Record-ი.