ავტორიზაცია

რონალდუს პირველი კომენტარი 2022 წლის მუნდიალის საგზურის დასაკუთრების შემდეგ

რონალდუს პირველი კომენტარი 2022 წლის მუნდიალის საგზურის დასაკუთრების შემდეგ
თარიღი 30 მარ 2022, 15:20

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 37 წლის სუპერვარსკვლავის გუნდმა შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია (2:0) დაამარცხა.

"მიზანი მიღწეულია, ყატარში გასამართ მუნდიალზე ვართ, ყველაფერი თავის ადგილზეა!"

"მადლობა ყველა პორტუგალიელს დაუღალავი მხარდაჭერისთვის! წინ, პორტუგალია!", - წერს კრიშტიანუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ყატარში გასამართი 2022 წლის მუნდიალი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბრამდე გასტანს.