ავტორიზაცია

ლუის ენრიკე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

ლუის ენრიკე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 30 მარ 2022, 18:30

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო გაწვრთნაზე განცხადება გააკეთა.

"არაფერი შთამაგონებს იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი ქვეყნის წარმოდგენის შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატზე".

"ასე რომ, ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებში დავრჩები, ყოველ შემთხვევაში, დეკემბრამდე მაინც", - ციტირებს 51 წლის სპეციალისტის სიტყვებს Eurosport-ი.

მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე "ფურია როხას" 2019 წლის ნოემბრიდან უდგას სათავეში და კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ამჟამად რალფ რანგნიკი წვრთნის, სეზონის დასრულების შემდეგ ახალი მენეჯერის დანიშვნას გეგმავს.